დავიბადე 1947 წელს თბილისში და 32 წლამდე არც მიფიქრია, რომ ოდესმე ხელში კამერას ავიღებდი და სურათების გადაღებას დავიწყებდი.
    ტექნიკური განათლება მივიღე და რამოდენიმე წელი ინჟინრად ვმუშაობდი, როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა და დავიწყე მისი გადაღება ძველი საბჭოთა ფოტოაპარატით.
    იმის შემდეგ, რაც ვიგრძენი, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის გადაღება აღარ მაკმაყოფილებდა, მალევე ავირჩიე პრესს-ფოტოგრაფია, როგორც ჩემი მომავალი პროფესია და შემდგომი 25 წელი მარტო ფოტოჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე იმის აღქმა, რომ დედამიწაზე არა მარტო პრესს-ფოტოგრაფია არსებობს. მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია ელიტარულია. მე არ მიყვარს სიტყვები „მხატვრული ფოტოგრაფია“, „ფოტოხელოვანი“.
    ჩემი საყვარელი კამერაა „Nikon F3“, მაგრამ მე სხვა აპარატებითაც ხშირად ვიღებ, ციფრული და დიდ ფორმატიანი კამერების ჩათვლით.
ჩემს შესახებ
George Tsagareli photography. All rights reserved